23:45 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 17:06:57, 485 ნახვა

მსოფლიო
ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. საარჩევნო უბნები გაიხსნება ადგილობრივი დროით 11:00 საათზე  და 22:00 საათზე დაიხურება. როგორც „როიტერი“ წერს, ეგზიტპოლები არ იქნება და შედეგები ცნობილი 12 მარტს გახდება.

გრენლანდიის 57,000 მოქალაქიდან, დაახლოებით 40,500-ს აქვს ხმის მიცემის უფლება. 2021 წელს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 27 000-მა ადამიანმა მიიღო.

გრენლანდიის პარლამენტში სულ 31 ადგილია, უმრავლესობის მოპოვებისთვის კი 16 ადგილია საჭირო.

გრენლანდიის მმართველი, მემარცხენე სოციალისტური პარტია Inuit Ataqatigiit (IA) პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელ გრენლანდიას, თუმცა ჯერჯერობით არ შეუმუშავებია ამის მიღწევის გეგმა. პარტიას ამჟამად გრენლანდიის პარლამენტში 11 ადგილი აქვს.

სოციალ-დემოკრატიული პარტია „Siumut“, ერიკ იენსენის ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს გრენლანდიის დანიიდან თანდათანობით გამოყოფას და მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს. „Siumut“-ს ამჟამად გრენლანდიის პარლამენტში ათი ადგილი აქვს.

მემარცხენეების პარტია „Naleraq“, პელე ბროებერგის ხელმძღვანელობით, უდიდესი ოპოზიციური პარტიაა და მტკიცედ უჭერს მხარს გრენლანდიის სრულ დამოუკიდებლობას. „Naleraq“-ს ამჟამად პარლამენტში ხუთი ადგილი აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics