|
2025-03-10 11:15:47, 514 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში მიწისზედა მომსახურებისა და ავიაციის უსაფრთხოების თანამშრომლებისა და საჯარო მოსამსახურეების 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო. გაფიცვა გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებს შეეხება - ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტის, კიოლნის/ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ბრემენის, ჰამბურგის, ბერლინ-ბრანდენბურგისა და ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტებს. გერმანიის აეროპორტთა ასოციაციის (ADV) ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 3 400 ფრენა გაუქმდება, რაც 510 000 მგზავრის გეგმებზე აისახება. გერმანულმა საავიაციო ჯგუფმა, Lufthansa-მ განაცხადა, რომ მათი ავიახაზების ფრენებს "შეფერხება და მრავალი გაუქმება" შეეხება. ფრანფკურტის აეროპორტმა მგზავრებს სერიოზული შეფერხებების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, "ავიახაზებთან თავიანთი ფრენის სტატუსი შეამოწმონ, სანამ აეროპორტში მოვლენ". დასაქმებულებს გაფიცვისკენ პროფკავშირმა, Ver.di-მ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ხელფასის ზრდაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაიშალა. Ver.di დაახლოებით 2.5 მილიონი დასაქმებულისთვის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს. პროფკავშირი, მათ შორის, დასაქმებულთა ხელფასების 8%-იან ზრდას, უფრო მაღალ ბონუსებსა და შვებულების დღეთა მომატებას ითხოვს. გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებების თქმით, პროფკავშირის მოთხოვნები განხორციელებადი არ არის. 9 მარტს, მასშტაბური გაფიცვის გამოცხადებამდე, ჰამბურგის აეროპორტში მიწისზედა მომსახურების თანამშრომლები გაფრთხილების გარეშე გაიფიცნენ და მუშაობა ნაადრევად შეწყვიტეს. როგორც ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო dpa-ს უთხრა, გაფიცვის შედეგად 144 ჩასვლისა და 139 გამგზავრების ფრენებიდან მხოლოდ 10 დილის რეისი შესრულდა, დანარჩენი კი გაუქმდა. გაფიცვა დაახლოებით 40 000 მგზავრს შეეხო. Ver.di-ს წარმომადგენელმა dpa-სთან თქვა, რომ ამ კვირაში სახელმწიფო აეროპორტებში დამატებითი გაფიცვები იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)