08:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 15:18:44, 658 ნახვა

მსოფლიო
ირანი აშშ-ის პრეზიდენტისგან ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ წერილი მიღებას უარყოფს

ირანი უარყოფს, რომ მიიღო წერილი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპისგან. ამასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თქვა, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების პერსპექტივას გამორიცხავს მანამ, სანამ ვაშინგტონის სანქციები თეირანზე ძალაში რჩება.

"ჩვენ არ შევალთ არანაირ პირდაპირ მოლაპარაკებებში აშშ-თან, სანამ ისინი აგრძელებენ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას და იმუქრებიან" - განაცხადა მინისტრმა.

ტრამპის თქმით, მან თეირანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უზენაეს ლიდერს, აიათოლა ხამენეის აცნობა, რომ მოლაპარაკებების იმედი აქვს.  

ტრამპმა ასევე ღიად მიუთითა, რომ თუ ირანი არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, სამხედრო ჩარევის საფრთხე რეალური იქნება.  

"იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რადგან თუ სამხედრო ძალის გამოყენება მოგვიწევს, ეს საშინელი რამ იქნება“ - თქვა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics