02:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 18:34:44, 568 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ერთმანეთს სტუდენტები და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტში მისულმა სტუდენტებმა სხდომაზე სენტაის სხდომაზე დასწრება ითხოვეს. დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

უკვე  საათნახევარია, რაც სტუდენტებს პარალიზებული აქვთ დარბაზის  კარი, სადაც სენატის სხდომა უნდა გამართულიყო. სტუდენტების განცხადებით, ისინი არ აპირებენ სენატის წევრების დარბაზში შეშვებას. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

სტუდენტების განცხადებით მათ სურთ კონსტრუქციული საუბარი.

„არ გვიშვებენ როდესაც გვსურს კონსტრუქციული საუბარი. ჩვენზე ხორციელდება ძალადობა, დაცვას მოვუწოდებ თქვენ უნდა აირჩიოთ სწორი მხარე,“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics