|
2025-03-06 11:27:02, 501 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა უკრაინაში ფარული მოლაპარაკებები გამართეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, იულია ტიმოშენკოსა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს. პოლიტიკო წერს, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხებოდა. ტრამპის თანაშემწეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ზელენსკი ომით გამოწვეული დაღლილობისა და მზარდ კორუფციასთან დაკავშირებული საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდებოდა. გეგმის მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების შემდეგ იგეგმებოდა, სანამ სრულმასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყებოდა. ამ მოვლენებს მოჰყვა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად ერეოდნენ ტრამპის თანაშემწეები უკრაინის საშინაო პოლიტიკაში , რასაც შესაძლოა საერთაშორისო კრიტიკა და პოლიტიკური რეაქციები მოჰყოლოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)