|
2025-03-06 10:24:38, 590 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - გიორგი ბაჩიაშვილი დისტანციურად დაესწრება სასამართლო სხდომას
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრება. როგორც მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილი მოსამართლეს დეტალურ ჩვენებას მისცემს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მახარაშვილმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, დღევანდელი სხდომა ბაჩიაშვილის საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, გამორიცხული არ არის, რომ ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას მოითხოვოს. თუმცა, მისი თქმით, ბაჩიაშვილს უკვე აქვს შეფარდებული პატიმრობა სხვა ბრალდებისათვის, რის შედეგადაც, განმეორებითი პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი 8986 ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება დაახლოებით 43 მილიონი აშშ დოლარი იყო. ბაჩიაშვილი ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღნიშნულ საქმეზე 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. ბრალდება, რომელიც ბაჩიაშვილს აქვს წაყენებული, 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ბაჩიაშვილს ასევე ბრალი წაყენებული აქვს "მტკვარი ჰესისა" და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)