13:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 19:11:14, 603 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი მზად არის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეირანთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმაროს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსეთი მზად არის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეირანთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ასეთი დახმარებით დაინტერესებულია. რამდენიმე დღის შემდეგ კი საკითხზე საუდის არაბეთში შეხვედრისას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუს კოლეგებთან ისაუბრეს.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ თეთრი სახლი საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, მოსკოვში და თეირანში კი ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა არ უარყოფენ დონალდ ტრამპისგან ასეთი მოთხოვნის მიღებას.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „რუსეთს მიაჩნია, რომ აშშ-სა და ირანს შორის პრობლემების გადაჭრა მოლაპარაკებების გზით შეუძლიათ“ და, რომ მოსკოვი „მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რომ ამის მიღწევა მოხერხდეს”.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics