09:13 - 06 Jun, 2026
|
2025-03-03 17:47:12, 3316 ნახვა
რეგიონი
რუსეთმა აფხაზური მიმოზების შეტანაზე აკრძალვა გააუქმა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
განახლდა რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან მიმოზების ექსპორტი. „როსსელხოზნადზორმა“ (რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური) შეზღუდვა მოხსნა „აფხაზეთის მცენარეთა სახელმწიფო საკარანტინო ინსპექციის“ გარანტიით. რუსეთში აფხაზური მიმოზების შეტანა 22 თებერვლიდან იყო აკრძალული, რუსული მხარე მცენარეში პარაზიტის არსებობას იმიზეზებდა. სანქციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. „არჩევნებში“ მოსკოვის ფავორიტმა ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც მოულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)