2025-02-26 20:19:50, 674 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის ძალების პირველი ამოცანა კომუნიკაციების უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო გზების დასუფთავებაა.
„გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს თავდაცვის ძალები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.“ – ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისივე თქმით, პრიორიტეტი ახლა კომუნიკაციების უზრუნველყოფაა და ამის შემდეგ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება.
„თავდაცვის ძალების პირველი ამოცანა კომუნიკაციების უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო გზების დასუფთავებაა. შემდეგ კი, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება. „ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული რეგიონში და ვცდილობთ, ყველა გამოძახება იყოს პასუხგაცემული და ჰქონდეს ყურადღება მიქცეული. ამ დინამიკას შევინარჩუნებთ.“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,