03:41 - 28 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 02:42:41, 1671 ნახვა

ოცნების ე.წ მთავრობა აპირებს მიიღოს კანონი რითაც მედიის მუშაობა შეუძლებელი გახდება

„ქართული ოცნების” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შემზღუდველი ცვლილებები დაინიციირდა, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის.

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღების (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) აკრძალვა იგეგმება.

ასევე, „მაუწყებლობის შესახებ” კანონის 65-ე მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

ცვლილების თანახმად, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა განიმარტება როგორც:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;

გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“.

შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნებისა“ და ფსევდოოპოზიციური „ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციტივაა.

ვის და როგორ მისცემს გრანტებს ხელისუფლება?

„გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსება „უცხოური აქტორების” დაფინანსების საპირწონე ინიციატივაა. უცხოური აქტორები „ძალაუნებურად განსაზღვრავენ... ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს”; ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობა კი „თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“.

„სამოქალაქო სექტორი... მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების მხარდასაჭერად დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან და არა უცხო ქვეყნების დაფინანსებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ სრულად ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას”, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, 18 თებერვალს, „გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებამდე. ამავე აქცენტს სვამდნენ „ოცნების“ სხვა პარლამენტარებიც.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველა ის კანონპროექტი, რომლის მიღებასაც სადავო პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს, „დიფ თეითის“ საწინააღმდეგო პაკეტია.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. ის პარლამენტში იუნკერების მემორიალის გვირგვინით შესამკობად მივიდა.

ირაკლი კობახიძე გულისხმობს კანონპროექტებს, რომლებიც სადავო პარლამენტში მომდევნო კვირას დარეგისტრირდება.

გეგმის თანახმად:

  • ყველა კანონიდან და აქტიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის.
  • აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა.
  • შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.
  • დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად".

დონორების მიერ დაფინანსების აკრძალვა არაერთ მედიას აყენებს დახურვის რისკის წინაშე.

სისხლის სამართლის კოდექსში აბრუნებენ მუხლს „სამშობლოს ღალატის“ შესახებ. მსგავსი მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2007 წელს გააუქმა, თუმცა ყველაფერი, რასაც ის ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია.

სამთავრობო პროპაგანდაში გამოიყენება სამი ტერმინი: „გლობალური ომის პარტია“, „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“.

ეს გამოთქმა, ქართულად - „ღრმა სახელმწიფო“, ამერიკული პოლიტიკის ლექსიკონში პირადად ტრამპმა შემოიტანა, თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოანისგან ისესხა.

„ერდოანის შემთხვევაში გამოთქმას „დიპ სტეიტი“ რეალური მნიშვნელობა ჰქონდა. ტრამპი ასევე პოპულისტი ლიდერია, რომელიც არსებულ სახელმწიფო ბიუროკრატიასა და სასამართლო სისტემაში ოპონენტს ხედავს. არც ის არის ამაში მტყუანი: საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს შორის მას ბევრი ეწინააღმდეგება.

ამიტომ ის სახელმწიფო ბიუროკრატიის სისტემის ძირფესვიან რეფორმას გეგმავს, რომელსაც ცნობილი ილონ მასკი უნდა ჩაუდგეს სათავეში.

რა კავშირშია ეს „დიპ სტეიტთან“, რომელზეც „ოცნების“ პროპაგანდისტები გველაპარაკებიან? არავითარში. მათი „ტრიუკი“ პრიმიტიულია: ვიცით, რომ ტრამპისთვის „დიპ სტეიტი“ ცუდი სიტყვაა. ამიტომ ვთქვათ, რომ „დიპ სტეიტი“ ჩვენც გვემტერება - იქნებ მისი გული მოვიგოთ“, - წერს გია ნოდია რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნებულ ბლოგში: „რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“?




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი