2025-02-24 20:52:28, 430 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმერ ზელენსკი - კანადის ხელმძღვანელობით გამართულ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი იყო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი შედგა.
„რაც შეეხება დონალდ ტრამპს. ჩვენ საუბარი ახლახან გვქონდა. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო კანადის ხელმძღვანელობით გამართულ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კანადას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ მხარდაჭერას გააგრძელებს, როგორც ამას სხვა პარტნიორები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპასა და აშშ-ს შორის ეს ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,