02:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 17:55:44, 582 ნახვა

საზოგადოება
კოტე გოგელია და მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძისგან განმარტებებს ითხოვენ

მაკა ასათიანმა და კოტე გოგელიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაციების დაწყებას არ აპირებენ.

"მაესტროს" შენობის მფლობელების განცხადებით, ისინი გაჩეჩილაძისა და მისი გუნდისგან იმ „უსამართლო ბრალდებებზე“, თითქოს მათ გაძარცვეს "მაესტრო", განმარტებებს ითხოვენ.

„ასევე  ველოდებით  განმარტებას,  რამდენად  მისაღებია  მათთვის  ე.წ რუსული  ფულით შეძენილ შენობაში მოღვაწეობა გააგრძელონ და ვინაიდან უარს ვაცხადებთ მათ მივცეთ ამ შენობით სარგებლობის უფლება, დიდი ინტერესით   დავაკვირდებით, თუ რომელი ქვეყნის ფულით შეძენილ შენობაში შესთავაზებენ ჟურნალისტებს ალტერნატიულ ფართს.

მივმართავთ "მაესტროს" გადარჩენის ლოზუნგით მოსულ „გუნდს“, რომლებმაც ასე წარმატებულად და ძალისმიერად მოახერხეს თავის თავზე პასუხისმგებლობა აეღოთ, ჩვენს მიმართ არსებულ ვალდებულებებზე. პირველ რიგში დაუყოვნებლივ  უზრუნველყონ  ვალების გადახდა და მხოლოდ ამის შემდგომ   მისცენ თავიანთ თავს უფლება, ისაუბრონ  სხვისი კერძო საკუთრების იმედად თავიანთი ბუნდოვანი გეგმების შესახებ.

ჩვენის მხრივ კი მაესტროელების წინაშე პირობას ვდებთ,  რომ ვალდებულებების  ფარგლებში დაბრუნებული თითოეული თეთრი მოხმარდება ისევ "მაესტროს"  მაუწყებლობას, მის კიდევ უფრო გაძლიერებასა და განვითარებას.

ერთგული ვრჩებით ჩვენი პრინციპის მიმართ, რომლის მიხედვითაც "მაესტროს"  არ განვიხილავთ როგორც ცალკეულ ქონებას ან შპს-ს. ეს არის  ძალიან  ღირსეული ადამიანების ერთობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ, რათა მისი მაუწყებლობა იყოს ხელშეუხებელი“, - აცხადებენ ასათიანი და გოგელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics