06:47 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 18:20:59, 538 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა დააინიცირა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პარლამენტმა დააინიცირა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის, რომელიც “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.

დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics