11:52 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 15:17:10, 1110 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადის პრემიერი - უკრაინაში ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო, რუსეთის სურვილის, გააფართოოს იმპერია

უკრაინელ ხალხს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის ერთი დღეც კი არ უნდა გადაეტანა, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადამ რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები როგორც პირადად, ასევე ონლაინ რეჟიმში ესწრებიან.

„ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო - რუსეთის სურვილის გამო - წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ხანგრძლივი მშვიდობა, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელები არ ისხდებიან“, - აღნიშნა ტრუდომ.

მან პარტნიორებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინის დახმარება. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კიევი კიდევ 25 ერთეულ LAV III ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას და სხვა სახის იარაღს მიიღებს.

„ჩვენ ასევე გადავცემთ უკრაინის დახმარების პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“, - აღნიშნა ტრუდომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics