19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 14:08:20, 496 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში, როცა მოლაპარაკების შედეგი მისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება

რუსეთის ფედერაცია მზად არის უკრაინაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

„მზად ვართ ვისაუბროთ როგორც უკრაინასთან, ასევე ევროპასთან, ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომელსაც კეთილი ნებით სურს ხელი შეუწყოს მშვიდობის მიღწევას, მაგრამ ჩვენ შევწყვეტთ სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკებები გამოიღებს მტკიცე და მდგრად შედეგს, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს მკაფიოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ადგილზე არსებული რეალობა“, - აღნიშნა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics