19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 10:13:35, 422 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი დღეს თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორშაბათს, 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, ლავროვი თურქეთში განიხილავს საკითხებს ბოლო მოლაპარაკებების თაობაზე ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე, როგორ შეუძლია ანკარას წვლილი შეიტანოს პროცესში.

გამოცემას წყარომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც მასპინძლობდა საწყის მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, "მზადაა იკისროს ეს როლი მომავალ პერიოდში".

წყაროს თქმით, ლავროვი და მისი თურქი კოლეგა ჰაკან ფიდანი ასევე განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და სირიაში არსებულ ვითარებას.

ამერიკელი და რუსი მომლაპარაკებლები უკრაინის საკითხზე გასულ კვირაში ერ-რიადში შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics