19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 16:17:30, 338 ნახვა

მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - დროა, პუტინის რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ. ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის,  დევიდ ლემმას განცხადებით,  გაერთიანებული სამეფო ხვალ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს.

„დროა, პუტინის რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ. ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ომის პირველი დღეებიდან - მათი სამხედრო მანქანის დასაშლელად და შემოსავლების შესამცირებლად, რომელიც უკრაინაში განადგურების ცეცხლს აღვივებს“, - აღნიშნა დევიდ ლემმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ყოველწლიურად 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს, საჭიროების შემთხვევაში კი, ბრიტანელი ჯარისკაცები სამშვიდობო ძალებს შეუერთდებიან.

„უკრაინის, ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში კრიტიკული მომენტია. დროა ევროპამ გააძლიეროს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბრძოლის ველის მიღმა, ვიმუშავებთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მდგრადი, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და ამ პროცესში ცხადვყოფთ, რომ არაფერი შეიძლება გადაწყდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე.“ - აღნიშნა დევიდ ლემმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics