10:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 14:01:14, 436 ნახვა

მსოფლიო
სერგეი რიაბკოვი - შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს.  - ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი ავრცელებს.

„პრინციპული შეთანხმება არსებობს, რომ ე.წ გამაღიზიანებლების მთელი ბლოკის სისტემატური და დეტალური აღმოფხვრისთვის შესაბამისი ყოვლისმომცველი კონსულტაციები გაიმართოს. ამერიკული მხრიდან ინფორმაცია უნდა მივიღოთ, თუ ვინ იქნება ამ დონეზე ჩვენი თანამოსაუბრე. ამერიკელებს ჩვენი მზადყოფნა დავუდასტურეთ. ასევე, მოადგილეებს შორის შეხვედრის წინ შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის კონტაქტი უნდა შედგეს. მათი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რიაბკოვის თქმით, ორი ქვეყნის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება და კონკრეტული ადგილის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics