08:22 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 11:31:32, 450 ნახვა

პოლიტიკა
კარინა ოდებრინკი საქართველოზე - ფუნდამენტურ უფლებებზე ვერ ვისაუბრებთ თუ არ გავაცნობიერებთ მზარდ თადასხმებს პრესის თავისუფლებაზე

შვედეთის დელეგაციის მომხსენებელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში გაყალბებული არჩევნების და აქტივისტებზე ძალადობის გარდა, ყურადღება თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. კარინა ოდებრინკმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში პრესის თავისუფლება დაცული არ არის, ჟურნალისტები გამუდმებული თავდასხმების და ძალადობის ობიექტები არიან, რაც დაუშვებელია. მისი თქმით, თავისუფალი პრესა არა მხოლოდ პრინციპია, ეს ნებისმიერი ღია საზოგადოების ხერხემალია.

ფუნდამენტურ უფლებებზე ვერ ვისაუბრებთ თუ არ გავაცნობიერებთ მზარდ თადასხმებს პრესის თავისუფლებაზე. ჟურნალისტები აწყდებიან ონლაინ თავდასხმებს, იურიდიულ დაშინებებს, ფიზიკურ თავდასხმებს, თვალთვალს, მათ შორის სასიკვდილო ძალადობასაც. ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი. ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა, რომ ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება და გამჭვირვალე ინფორმაციის მიღება შიშის და ჩარევის გარეშე. თავისუფალი პრესა არა მხოლოდ პრინციპია, ეს ნებისმიერი ღია საზოგადოების ხერხემალია, - განაცხადა კარინა ოდებრინკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics