|
2025-02-20 17:39:44, 407 ნახვა
მსოფლიო
FT - ტრამპი ეწინააღმდეგება G7-ის განცხადებაში ფორმულირებას „რუსული აგრესია“
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე აშშ G7-ის განცხადებაში რუსეთის აგრესორად მოხსენიებას ეწინააღმდეგება, რაც საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ერთიანობის დემონსტრირებას, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, 24 თებერვალს G7-ის ვირტუალურ სამიტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა შეთანხმებული ჯერ კიდევ არ არის. უთანხმოება მოჰყვა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს, სადაც მან უკრაინა ომში ნაწილობრივად დაადანაშაულა, ზელენსკი „არჩევნების გარეშე დიქტატორად“ მოიხსენია და რუსეთის G7-ში დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ს წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ფრაზას „რუსული აგრესია“ და მსგავს ტერმინებს, რომლებსაც G7-ის ლიდერები 2022 წლიდან იყენებდნენ. „ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ უნდა გაესვას ხაზი განსხვავებას რუსეთსა და უკრაინას შორის. ისინი ერთი და იგივე არ არიან. ამერიკელები ბლოკავენ ამ ფორმულირებას, მაგრამ ჩვენ კვლავ ვმუშაობთ მასზე და შეთანხმების მიღწევის იმედი გვაქვს“, – განუცხადა Financial Times-ს ანონიმურმა წყარომ. კიევში აშშ-ს საელჩომ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა. G7-ის ლიდერების 2024 წლის განცხადებაში რუსეთის აგრესია ხუთჯერ იყო ნახსენები. „მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – იყო ნათქვამი 2024 წელს ომის მეორე წლისთავზე G7-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ფორმულირების შერბილების მოთხოვნა ასახავს აშშ-ს პოლიტიკის უფრო ფართო ცვლილებას, რომ ომი მოიხსენიონ, როგორც „უკრაინის კონფლიქტი“. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელ განცხადებებში მსგავსი ფორმულირებაა გამოყენებული, მათ შორის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ ერ-რიადში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის ანგარიშში, სადაც ორჯერ არის ნახსენები „კონფლიქტი უკრაინაში“.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)