|
2016-03-09 15:13:12, 507 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეაში ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თიბისი გალერეაში პროექტის #წერექართლად ფარგლებში ჩატარებული ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის 5 გამარჯვებული მოსწავლე: სალომე ლაშხი (I ადგილი) თათია გოჩაშვილი (II ადგილი), გიორგი გოგიძე (III ადგილი), ანა ჯანიაშვილი (IV ადგილი) და ნინო ახმეტელი (IV ადგილი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრმა დააჯილდოვა უვადო ხელმოწერით დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონზე (www.dict.ge). გამარჯვებულმა მოსწავლეებმა თიბისი ბანკისგან მიიღეს პრიზები, ხოლო ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა" მათ საჩუქრად 50 ელექტრონული წიგნი გადასცა. კონკურსის მეორე ტურის მონაწილე ოცდახუთი მოსწავლე ერთწლიანი ხელმოწერით დაჯილდოვდა დიდ ინგლისურ-ქართულ ონალინ-ლექსიკონზე. თიბისი ბანკის პროექტის, #წერექართულად მხარდასაჭერად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა და თბილისის 24-ე საჯარო სკოლამ ლექსიკოგრაფიის კონკურსი 2015 წლის ნოემბერში წამოიწყო და ის ორ ეტაპად ჩატარდა. კონკურსი საპილოტე იყო და ის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის გამოყენებით (www.dict.ge) ინგლისური წინადადებებისა და მცირე ზომის ტექსტების ქართულად თარგმნას ითვალისწინებდა. პროექტში 24-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 80 მონაწილიდან მეორე ტურში 30 მოსწავლე გადავიდა, ფინალში კი მათგან 5 საუკეთესო შეირჩა. ლექსიკოგრაფიის კონკურსის მიზანს ინგლისურ-ქართული ლექსიკონების პოპულარიზაცია, ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლა და ახალგაზრდებში ქართული ენის მდიდარი ლექსიკური შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი პროექტის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს და მასში მონაწილეობის მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ.
(R)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)