02:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 13:50:03, 330 ნახვა

მსოფლიო
სვეტლანა ციხანოუსკაია - ვლოცულობ, რომ 2020 წლის ბელარუსის კოშმარი საქართველოში არ განმეორდეს

„ჩემი ერის სახელით მინდა, ქართველ ხალხს მხარდაჭერა და აღფრთოვანება გამოვუცხადო – იმ ხალხს, ვინც საკუთარ უფლებებს იცავს,“ – უთხრა ბელარუსის დემოკრატიულმა ლიდერმა სვეტლანა ციხანოუსკაიამ რადიო თავისუფლებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„როდესაც იმ ე.წ. არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსულ ხალხს ვუყურებდი, 2020 წლის ბელარუსი დავინახე. გულწრფელად გეტყვით, ვლოცულობდი, რომ ის რეპრესიები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, თქვენ არ განგეცადათ – ეს საშინელებაა“, - განუცხადა ციხანოუსკაიამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.

„ვიცი, რომ ზეწოლა, შესაძლოა, გაიზარდოს, მაგრამ არ მინდა, იმ გზაზე გაიაროთ, რაც ჩვენ გავიარეთ. მინდა, რომ ძლიერები დარჩეთ და იმედი არ დაკარგოთ“, - თქვა მან.

ციხანოუსკაიას თქმით, ბელარუსში ბრძოლა უკვე ოთხი წელია გრძელდება, მაგრამ ხალხი არ ნებდება.

„ვგრძნობ, რომ თქვენც ასე იქნებით – ბოლომდე დადგებით. მაგრამ, მხოლოდ სიტყვები არ კმარა – დემოკრატიული სამყაროსგან რეალური მხარდაჭერაა საჭირო, რეალური ნაბიჯები შეშფოთებების ნაცვლად. დღეს კონფერენციაზე საქართველო ბევრჯერ ახსენეს. თქვენ ეს მხარდაჭერა გაქვთ, და რაც მთავარია – გაქვთ ნება და სიმტკიცე“, - თქვა მან.

„ვიცი, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ხართ – ჩვენ საზღვარი გვაქვს ევროკავშირთან, და ბელარუსზე შეტევა მთელი ევროპისთვის საფრთხედ აღიქმება. საქართველო ცოტა უფრო მოშორებულია და გარშემორტყმულია სხვა ქვეყნებით, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც გაუმკლავდებით“, - თქვა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics