19:25 - 08 Jun, 2026
|
2025-02-17 12:44:37, 610 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი კირთაძის სასამართლო პროცესი გადაიდო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმე ეხება 11 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას. „ბუნებრივია, კანონი არავის დაურღვევია, შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს სასამართლომ, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას გავაპროტესტებთ, სანამ მზია უკანონო პატიმრობაშია. ადამიანებს სცემენ, სახლებში უვარდებიან და პროტესტი ამ ქვეყანაში არ ჩერდება. ივანიშვილის რეჟიმი ვერანაირი ჯარიმებით ამ პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს”,- აცხადებს გიორგი კირთაძე.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)