|
2025-02-16 10:22:47, 328 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - 2 ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას, ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული
ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! - ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო. უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს! , - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, მომხდარ უბედურ შემთხვევას. როგორც ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას. “ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! ,,ოცნების ქალაქში" ზუსტად 6 დღის წინ, ქოცებმა: რიჟვაძემ და კობახიძემ ახალი მშენებლობის კაფსულა ჩააგდეს და ამ პიარული ღონისძიებისთვის 209 ათასი ლარი დახარჯეს. 209 ათასი ლარი, ხალხო, პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მაგრამ სამშენებლო მოედანი თხრილებით, ორმოებით და შემოუღობავი დატოვეს. დღეს ამ წყლით სავსე თხრილებში 2 ბავშვი დაიხრჩო, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას. გამოვლენ დილით, იგლოვებენ კამერების წინ, მერე ვიღაც რიგითს შეახოცავენ ხელს, როგორც ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტას შემთხვევაში, როგორც ეზოში სადენებით დაღუპული ბავშვის შემთხვევაში, როგორც რიყეზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვის შემთხვევაში... ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო. უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს“,- წერს კუპრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)