|
2025-02-15 21:51:55, 685 ნახვა
პოლიტიკა
მზია ამაღლობელი - არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი - ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა
გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს, სპეციალურად დღევანდელი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის "ვივამედიდან" წერილი გამოაგზავნა. ქალი ჟურნალისტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული პოზიციის გამო დაატუსაღა და თავისუფლება აღუკვეთა, წერს, რომ რეჟიმის დღის წესრიგის მიღებას არ აპირებს. "ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა" - ნათქვამია მზია ამაღლობელის მიერ დაწერილ წერილში, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას ხელოვანებმა წაუკითხეს.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ. ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 35-ე დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)