|
2025-02-15 21:14:05, 611 ნახვა
პოლიტიკა
არა რუსულ დიქტატურას - უწყვეტი აქციების მე-80-ე დღეს ათასობით ადამიანი ქუჩაშია
უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს რუსთველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. "არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე - ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. მიმდინარე აქციაში მონაწილეობას რეჟისორი დათა თავაძე იღებს. როგორც იგი ამბობს, ქართველი ხალხი ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ მთავარი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება.
ამასთან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები - „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ“, „სიტყვის თავისუფლება არ დათმო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს“ - უჭირავთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)