2025-02-15 17:59:19, 486 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო - ლიეტუვა აფხაზეთში, ე.წ.არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
ლიეტუვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს, - ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ლიეტუვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენს სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,