|
2016-03-09 10:06:21, 1152 ნახვა
კომენტარი
ბათირაშვილის მამა: ეს ინფორმაცია ტყუილი იქნება
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ოჯახს, მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, როგორც „კურიერთან“ საუბარში ბათირაშვილის მამამ აღნიშნა, მისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. მისივე თქმით, მას დიდი ხანია შვილთან კონტაქტი არ ჰქონია. „მე არაფერი ვიცი, ახლა გამოვედი სახლიდან, იქნებ ვინმემ რამე იცის, მე ეგ არ დამირეკავს. ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია“, - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა. ომარ ალ შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას, ამ დროისთვის ვერც ადგილობრივი პანკისელები ადასტურებენ. შეგახსენებთ, დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს.
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)