|
2025-02-15 16:32:10, 451 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდა. გიორგი გახარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „მადლობელი ვართ ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების" არაღიარების პრინციპული პოზიციისთვის“,- აცხადებს გიორგი გახარია. ცნობისთვის, 14 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, ესწრება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ დისკუსიებში. სალომე ზურაბიშვილის გარდა, მიუნხენში იმყოფება გიორგი გახარიაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)