2025-02-15 14:13:22, 481 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთის საგარეო - არ ვცნობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას
ესტონეთი არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
,,ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ავტორი: ექსპრესნიუსი,