|
2025-02-15 13:28:04, 400 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მთავარ არხს ფულადი სახსრები გააჩნია, თუმცა ზაზა ოქუაშვილი გადარიცხვებს ბლოკავს
არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ - მაღლა მზე იქნება და "მთავარის" გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან, ეჭვი არ მეპარება საერთოდ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და „მთავარი ახრის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, „მთავარ არხს“ ფულადი სახსრები გააჩნია, თუმცა არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გადარიცხვებს ბლოკავს, რაც არხის ოპერირებას გაჩერებას იწვევს. “ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური "სტაფი" და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია - მიუხედავად იმისა, რომ არხს ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს: კომუნალურს, ინტერნეტის, ტექმომსახურების, ტრანსპორტირების, სატელიტის, ანძის, რეიტინგის, შესყიდვების, ყველა დანარჩენს, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ითიშება. არხს არ აყიდვინებენ რეკლამას. აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და "მთავარის" გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!“ - წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, „მთავარი არხმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ფინანსურ კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამომდინარე არხის მენეჯმენტმა დილის გადაცემებისა და საღამოს პოლიტიკური ტოქშოუების მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ არხს ყოველდღიური ფინანსური ოპერირების საშუალება აღარ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)