18:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 13:21:08, 380 ნახვა

მსოფლიო
ჰამასმა სამი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ სამი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„ჰამასმა“ მძევლები, 46 წლის იარი ჰორნი, 36 წლის საგუი დეკელ-ჩენი და 29 წლის საშა ტრუფანოვი, გაათავისუფლა.

„ჰამასმა“ მძევლები „წითელ ჯვარს“ გადასცა.

სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთაგან 24-ის დეპორტაცია მოხდება.

ცნობისთვის, ეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მძევლებისა და პატიმრების მეექვსე გაცვლაა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics