04:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 11:03:50, 364 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ტრამპის დაბრუნება არის „ელექტროშოკი“, რომელმაც უნდა აიძულოს ევროპა, უზრუნველყოს თავისი და უკრაინის მომავალი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება არის „ელექტროშოკი“, რომელმაც უნდა აიძულოს ევროპა, უზრუნველყოს თავისი და უკრაინის მომავალი. ამის შესახებ მაკრონმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ეანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი ქვეყნის სახელით და აღნიშნა, რომ ისეთი მშვიდობის დაშვება, რომელიც იქნება კაპიტულაცია, ყველასთვის ცუდი ამბავი იქნება, მათ შორის აშშ-სთვის.

„ერთადერთი კითხვა ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, ნამდვილად, მტკცედ და საიმედოდ სურს თუ არა პრეზიდენტს პუტინს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ამ საფუძველზე. ამის შემდეგ უკრაინელების გადასაწყვეტია მოლაპარაკებები რუსეთთან. ჩვენ ყველამ კოლექტიური სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი დიდი ხანია, ამბობს, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის უსაფრთხოებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაზრდით და აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებით.

ემანუელ მაკრონმა დოანლდ ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტება შეაფასა როგორც ბიძგი ევროკავშირისთვის, მეტი ინვესტიცია ჩადოს საკუთარ თადაცვაში, ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics