2025-02-13 17:24:33, 327 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი სააგენტო „როიტერს“ ფულის უკან დაბრუნებას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სააგენტო „როიტერს“ მთავრობისგან ჩარიცხული ფულის უკან დაბრუნებას სთხოვს.
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „როგორც ჩანს, რადიკალ მემარცხენე „როიტერს“ თავდაცვის დეპარტამენტმა 9 მილიონი დოლარი გადაუხადა „მასშტაბური სოციალური თაღლითობის“ შესასწავლად“.
განცხადების საპასუხოდ დონალდ ტრამპი წერს: „დააბრუნეთ ფული ახლავე!“.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ მილიონობით დოლარი გადაუხადეს გამოცემა „პოლიტიკოს“ და სვამს კითხვას, ხომ არ არის ეს პრესის მოსყიდვა? ტრამპის განცხადებით, ეს ფული გადასახადის გადამხდელებს უნდა დაუბრუნდეთ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,