00:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 18:41:24, 574 ნახვა

საზოგადოება
სამგორის გამგეობაში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა

სამგორის რაიონის გამგეობაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, რაიონში არსებული საჯარო სკოლების და ბაგა–ბაღების აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა საესტრადო ნომრები და თეატრალური სანახაობა წარმოადგინეს. ქალბატონებს სადღესასწაულო თაიგულები დაურიგდათ, საგანგებოდ მოწყობილ გათამაშებაზე კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოედგილე ლია გიგაური, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, მაჟორიტარი დეპუტატები, ბაგა-ბაღებისა და საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები,აღმზრდელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის უშუალო ჩართულობით გაიმართა. გამგებელმა  და მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას და ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics