00:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 18:03:00, 481 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმარ ქალს 8 მარტი მიულოცა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალთა დღესთან დაკავშირებით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარს, ყოფილ პატიმარ ქალს ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა.

მანანა შონია იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის გამარჯვებულია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის იანვარში დატოვა ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად. გათავისუფლების შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამაში ჩაერთო, რომელიც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მანანა შონიამ ისარგებლა ფსიქოლოგიური დახმარების სერვისით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ყოფილი პატიმრის ემოციური მდგომარეობა; წარმატებით დაასრულა სოციალური უნარების განვითარების ტრენინგკურსი. ბენეფიციარს თბილისის მერიისგან გადაეცა  საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის ბარათი.

მანანა შონიამ  მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, წარადგინა ბიზნესიდეა, მოიპოვა გამარჯვება და დღეს მას საკუთარი ბიზნესი აქვს. მანანა შონია ქსოვს, კერავს, ქარგავს, ამზადებს სხვადასხვა აქსესუარს. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მან 3 საკერავი მანქანა შეიძინა. მისმა ნამუშევრებმა თურქეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა.  

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics