|
2025-02-12 17:36:24, 371 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებს ხვდება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებს ხვდება. როგორც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს „ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ძალიან დიდი როლი აქვს“. „ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან დიდია ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. მისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ძალიან ბევრს მუშაობს ქვეყნისთვის, ახალი არჩევნებისთვის და რაც მთავარია, პოლიტპატიმრებისთვის. ის ჩვენ გვიდგას გვერდით და ჩვენ მას დავუდგებით. როდესაც ჩვენ ელჩებს შევხვდით, ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, ყველა ძალიან გულმოდგინედ გვისმენდა. მათ თვალებშიც კი შევატყვე თანადგომა და შეწუხება. ერთადერთი იტალიის ელჩს მივმართე მწვავე კითხვებით: ცხოვრობს თუ არა ის საქართველოში, უყურებს თუ არა რა ხდება გარშემო. არალეგიტიმური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩახუტებული ფოტო, ჩემთვის და ყველა მშობლისთვისაც ამორალური იყო. ეს ყველაფერი პირადად ვუთხარი. დანარჩენი ელჩები მართლაც ძალიან შეწუხებულები იყვნენ. მგონი, ამ შეხვედრამ გამოიღო რაღაც შედეგი. დარწმუნებული ვარ ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. ძალიან მჯერა და მიუნხენში აუცილებლად გაჟღერდება მწვავედ“,- აღნიშნა მან. შეხვედრას ასევე ესწრება ერთ-ერთი დაკავებულის, საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძეც, რომლის თქმითაც, წარმატებაში სალომე ზურაბიშვილის დიდი როლი აქვს. „ძალიან მინდა, რომ გავიდეს ეს ინფორმაცია, რაც გუშინ საბამ თავისი წამების შესახებ მოყვა. უმძიმესი რამ მოვისმინეთ და ჩემთვის პირადად დამანგრეველი იყო. ამ ფაქტმა წამაქცია გუშინ, მაგრამ მაინც მხნედ ვიქნები ამათ ჯინაზე, მაინც კარგად ვიქნები. აუცილებლად აგებს სულ ყველა პასუხს კანონის წინაშე, ეს გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ისევ თქვენი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისა და სრულად საქართველოს დახმარებით, ვინც ასე გვიდგას გვერდით. ჩვენი შვილებიც იბრძვიან ჩვენი კარგი მომავლისთვის. აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას და ამაში სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ცეცხლი ოლიგარქიას!“,- განაცხადა ელენე ახობაძემ. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამართა შეხვედრა ფინანსისტებთან და ეკონომისტებთან, ხოლო 20:00 საათზე დაგეგმილია მორიგი შეხვედრა საჯარო მოხელეებთან.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)