2025-02-11 17:49:44, 419 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ კვირაში ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ კვირაში ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინასა და რუსეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მალე გაემგზავრება კიევში. თეთრი სახლის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად როდის შედგება ვიზიტი.
ტელეკომპანია, CNN-ის ინფორმაციით, კელოგის მოგზაურობა მომავალ კვირაში შედგება, ხოლო France-Presse ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვიზიტი 20 თებერვლისთვის არის დაგეგმილი.
ზელენსკის პრესმდივანის სერჰი ნიკიფოროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პარასკევს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ. დ. ვენსს შეხვდება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,