01:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 19:36:56, 415 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომს მოიგებდა

“ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს, ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე,” - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში, უკრაინაში ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ომს უკრაინა მოიგებდა, მაგრამ მმართველ გუნდს ჰქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი.

„ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. თავიდანვე სხვადასხვა მხარე იყო. საქართველოში, მაგალითად, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომს მოიგებდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ შეიძლება ჰყავდეს. ამიტომ, განსაკუთრებით ახლა, ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics