|
2025-02-10 17:19:57, 469 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მე და ზურაბ ჯაფარიძე მივფრინავთ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, გვექნება წინადადებები და სია ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ
კარგია, რომ ასეთი ფორმატი [შეხვედრების] აღდგა. მსჯელობის ფორმატი ყველაზე მნიშვნელოვანია, ოღონდ სწრაფი, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმის , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, „გავცეთ პასუხი შეკითხვას - როგორ მივდივართ არჩევნებამდე და როგორი უნდა იყოს ის. „მნიშვნელოვანია, გავცეთ პასუხი შეკითხვას - როგორ მივდივართ არჩევნებამდე, როგორი უნდა იყოს არჩევნები და ა.შ. აქ აუცილებლად გვჭირდება პასუხები მოსახლეობასაც. გამხნევებაც გვჭირდება, მაგრამ ასევე, გზის დანახვაც. მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით და იყო ასევე, პრეზიდენტიც. კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ოღონდ სწრაფი, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმის. ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე. სხვებიც არიან და იმედი მაქვს, რომ ჩამოვლენ. კოალიციიდან მე და ზურა ჯაფარიძე მივდივართ, სხვა კოალიციებიდანაც იმედი მაქვს, ხალხს ვიხილავ. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები, პროკურორები, ისე, ცრუ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ“,- აღნიშნა გვარამიამ. მან ასევე ისაუბრა მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ იქნება „ფართომასშტაბიანი აქციებიც“. „ფართომასშტაბიანი აქციები იქნება. ეს არის ხალხის აქციები და ამას პოლიტიკოსები არ ვაორგანიზებთ. პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აქციებზე მყოფ ადამიანებს ჩვენი იმედი ჰქონდეთ. მათ შორის, იმაზე, რომ გზას გავკაფავთ იქ, სადაც შეგვიძლია სხვებზე უკეთ ასევე, იმ აქციებზე, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა ვიდგეთ“, - აღნიშნა გვარამიამ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)