|
2025-02-10 17:02:42, 392 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან ჩამოყალიბდა საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც გარკვეული პირების დასანქცირებაზე იმუშავებს
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან ჩამოყალიბდა საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც გარკვეულ პირთა დასანქცირებაზე იმუშავებს. კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთობლივად იმუშავებენ იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკური საქმეების უკანონოდ შეკერვაზე. „მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან, სადაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთად ვისხდებით და რეგულრულად ვისაუბრებთ ყველა საკითხზე. ბუნებრივია, პოლიტპატიმრები ჩვენი ყველას პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად იტყვის, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართული ამ პოლიტიკური საქმეების აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეკერვაზე. იქნება ეს ცრუ მოწმეები, მოსამართლეები თუ ა.შ. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. ეს სიები ყველას გაგვაჩნია. „ენჯეოებს“ აქვთ, ჩვენ გვაქვს და ამას შევაჯერებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, სანქცირებასთან დაკავშირებით, პარტნიორებთან სახელობითი სიებით იმუშავებენ. „ვისაუბრეთ მომავალ კვირაში ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომლებიც საქართველოს შეეხება, ასევე მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ქალბატონი სალომე მიემგზავრება. შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანებისას, რომლებიც, ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან. ვინ არიან ესენი? იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე, სხვადასხვა მტკიცებულების გამყალბებელი ადამიანები. ჩვენ, ყველას გვაქვს მოგროვებული მონაცემები, შევაჯერებთ ამას და პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა, რათა მათი სანქცირება, ან მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვები და სხვადასხვა საკითხი დაისვას თავისი მტკიცებულებებით. მთავარი პოზიტიური ამ შეხვედრიდან არის ის, რომ შევთანხმდით საერთო ფორმატზე, პლატფორმაზე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ„ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლები.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)