2025-02-09 18:23:36, 512 ნახვა
პოლიტიკა
დაბომბილი გორი ბოდიშს არ იხდის - საპროტესტო აქცია გორშიც გაიმართა
ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გორშიც გაიმართა. მოქალაქეები საპროტესტო ბანერებით ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, რომლებსაც თბილისიდან ჩასული მწერლები და გამომცემლების შეურთდნენ. მათ მოქალაქეებს წიგნები და ზვიად ცეცხლაძის გამოცემული გაზეთები დაურიგეს.
ყოველი დღე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ამ წინააღმდეგობის მოძრაობის. მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის ახალი არჩევნები, უკანონო პატიმრების გათვისუფლება და რაც უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მოშორება რუსეთის ორბიტიდან. ამ ბანერზე არის წარწერა, რომ „დაბომბილი გორი ბოდიშს არ იხდის“. ამ ქალაქმა კარგად იცის, როგორია წინააღმდეგობის ფასი და როგორია თვითონ ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,