|
2025-02-08 13:45:02, 501 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სხვადასხვა რჯულის ნაცები „ოცნების“ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით ემუქრებოდნენ
უცხოელ აგენტებს აქვთ მიღებული ახალი დავალება, რომ შექმნან ნეგატიური აღქმები ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სტაბილურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისივე თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10 % და შარშანდელი წელიც დაიხურა 9.5 %-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომელიც ქვეყნდება. „უცხოელ აგენტებს აქვთ მიღებული ახალი დავალება, უსმენდით ალბათ, რას ლაპარაკობს ხაზარაძე ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე, ნიკა გილაური - სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი რას ლაპარაკობს ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, მათ აქვთ მიღებული ახალი დავალება, რომ შექმნან ნეგატიური აღქმები ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ასეთი რაღაც ხდებოდა ამ წლების მანძილზე, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10 % და შარშანდელი წელიც დავხურეთ 9.5 %-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა, პირველ ადგილზე ვართ არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ასეთი იქნება 2025 წელიც, თუმცა კეთდება აბსურდული განცხადებები ამ უცხოური აგენტების მხრიდან ხაზარაძე, გილაური და სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ეკონომიკური ვარდნაც კი ემუქრება 2025 წელს ჩვენს ქვეყანას. ეს ყველაფერი თან ხდება რის ფონზე - ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი და ყველა ვიზიტის ფარგლებში იყო საუბარი ინვესტიციებზე. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, EMAAR ჯგუფს, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მხრიდან. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები სხვა ქვეყნებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ჩვენ გადაჭარბებით შევასრულებთ იმ 4-წლიან გეგმას, რომელიც წარვადგინეთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვქონდა 4 წელიწადში 9 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა დაგეგმილი მთლიანობაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას სერიოზულად გადავაჭარბებთ. ამის გარანტიას იძლევა ის მიმდინარე პროექტები, რომლებიც უკვე არის დაანონსებული. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომელიც ქვეყნდება. ჩვენ სტაბილურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ ფონზე თქვენ ხედავთ, რომ იგივე რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას თითქოს ემუქრება ეკონომიკური ვარდნა, ამას ვერ ეღირსება რადიკალური ოპოზიცია, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსებს ასეთ პერსპექტივაში, თუმცა თავადაც იციან, რომ არავითარი ეკონომიკური ვარდნა არ გვექნება, პირიქით, გვექნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება, შევინარჩუნებთ მყარად ლარის კურსს, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, რაც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, იმას ვერ ეღირსებიან. ზოგადად ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია, სხვადასხვა რჯულის ნაცები ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით, სინამდვილეში თვითონ მიიღეს ის, რითაც ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და, რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. არ შეიძლება „ნაცებმა" მიაღწიონ რაიმე წარმატებას რაიმე სფეროში,"- აღნიშნა პრემიერმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)