|
2025-02-07 16:42:13, 1110 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის სამხედრო ძალებმა კურსკის ოლქში რამდენიმე სოფელი დაიკავეს
უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მექანიზირებული შეტევების ახალი ტალღა წამოიწყეს და ქალაქ სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და 5 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწიეს. ინფორმაციას ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. "6 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა მიუთითებს, რომ უკრაინულმა ძალებს წინსვლა ჰქონდათ კახნოვკას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით) და ჩერკსკაია კონოპელკას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით), ასევე, სუჯა-ობოიანის გზატკეცილზე. ამასთან, უკრაინულმა ძალებმა აიღეს კოლკამოვი (ჩერკსკაია კონოპელკას ჩრდილოეთ ნაწილში) და ფანასეიევკა (ჩერკსკაია კონოპელკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში)". - წერია ISW-ს ანგარიშში. ISW-ს ცნობით, უკრაინის ძალებმა თავდასხმები განახორციელეს 30-დან 50-მდე ჯავშანმანქანის გამოყენებით და წარმატებას მიაღწიეს კურსკის ოლქის რამდენიმე სოფელში. ამასთან, ISW რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ უკრაინის ძალებმა თავდასხმები რამდენიმე ტალღად აწარმოეს, რისთვისაც ორი მექანიზებული ბატალიონი გამოიყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)