|
2025-02-07 14:48:09, 421 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას Associated Press-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი. ერმაკის თქმით, უკრაინის დელეგაცია წარადგენს ქვეყნის პოზიციას ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას.
მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ მიუნხენის შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის აღკვეთა. ამასთან, ერმაკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი თებერვლის ბოლოს უკრაინას ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)