|
2025-02-06 20:54:48, 517 ნახვა
მსოფლიო
აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) - ის ინფორმაციით, აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს. სანქციების ქვეშ მოყვა საერთაშორისო ქსელი, რომელიც ხელს უწყობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნედლი ნავთობის მილიონობით ბარელის გადაზიდვას. ირანიდან ჩინეთში ნავთობის გადაზიდვა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და მისი ფიქტიური კომპანია Sepehr Energy-ის დავალებით ხორციელდებოდა. აღნიშნული სასანქციო ქმედება რამდენიმე იურისდიქციაში მყოფ კომპანიებსა და ინდივიდებს ეხება, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისევე როგორც რამდენიმე გემს. განცხადების თანახმად, ირანი ყოველწლიურად ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარის ეკვივალენტს იმუშავებს, რასაც შემდგომ რეგიონში სადესტაბილიზაციო აქტივობების დასაფინანსებლად და რამდენიმე რეგიონული ტერორისტული ჯგუფის მხარდასაჭერად იყენებს, როგორებიცაა „ჰამასი“, „ჰუსიტები“ და „ჰეზბოლა“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)