2025-02-06 17:41:19, 538 ნახვა
საზოგადოება
გურჯაანში სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ
გურჯაანში სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ - თორნიკე თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა პირმა, თავდაპირველად, უხეშად მიმართა, შემდეგ კი სახის არეში დაარტყა.
"პოლიციაში ვიყავი. დასჯა არ მითხოვია, უბრალოდ არ მომიახლოვდეს-მეთქი" - წერს სამოქალაქო აქტივისტი Facebook-ის პირად გვერდზე.
კარგად ვარ. ჩემი აზრით მოგზავნილი არ იყო ანუ ტიტუშკა. გურჯაანის მერიის წინ სპარში სანამ შევიდოდა ოე ოე მეძახდა. არ მივაქციე ყურადღება და მერე კიდევ რომ დაიძახა ვუპასუხე. გადმოვიდა. მე უკან დავიხიე და დამარტყა. შუბლზე მომხვდა. მოკლედ არ მიმიღია სერიოზული დაზიანება.ნაცებზე გაბრაზებული ტიპი იყო. ნაცების გამო მცემეს. როგორი პარადოქსია. პოლიციაში ვიყავი. დასჯა არ მოვითხვე. უბრალოდ არ მომიახლოვდეს გააფრთხილეთ მეთქი. ტიტუშკა რომ ყოფილიყო მოვითხოვდი. კერძო მოქალაქესთან არ მაქვს საქმე" ,- წერს თორნიკე თევზაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,