|
2025-02-06 11:30:09, 355 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - გახარიას პარტიის ბანერი „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის პირდაპირი კოპირებაა, ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით
მაინც ვიმედოვნებდი, რომ ბანერთან დაკავშირებულ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მამუკა ხაზარაძე წერს, რწმუნდება, რომ შეგნებული თავდასხმა იყო, თუ ასე არაა, „გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით“. ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული დღევანდელი ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია, აწარმოებს ჩემი და „ლელოს“ წინააღმდეგ. მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით. ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს. თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!“ – წერს მამუკა ხაზარაძე. ცნობისთვის, პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „გახარია news საქრთველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)