07:44 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 18:07:14, 474 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე

„სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ უფლებას, ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე.“ ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, ან დაკნინების უფლება.

„ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, დაკნინების უფლება და ა.შ. იგივე პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, იგივე სასამართლო, მოსამართლე გამოხატავს სახელმწიფოს. როგორც კი ეს პრინციპი ირღვევა, სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელშეუხებლობის პრინციპი, მაშინვე იწყება ხოლმე სახელმწიფოს შერყევა, როგორც ასეთი. რასაც ვაკვირდებოდი, ამის მიზანმიმართული მცდელობა იყო მთელი ამ თვეების განმავლობაში, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. "აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადებები, რაც პლენარულ სხდომაზე გაკეთდა არის მნიშვნელოვანი.

„დღეს  მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, საუბარია როგორც ამერიკული „ფარას" ასლის დაინიცირებაზე, ასევე საკითხი ეხება მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც იქნება გაწერილი ობიექტურობის სტანდარტები, რაზეც ისაუბრა დღეს უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ეთიკური სტანდარტები,“ -  განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics