|
2025-02-05 17:48:55, 377 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ფაქტია, რომ ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას ცდილობს - ეს არის სრული საზოგადოებრივი ტერორის მცდელობა
ფაქტია, რომ ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას ცდილობს, ეს უკვე აღარ არის ავტორიტარიზმისკენ მიმართული ნაბიჯები - ეს არის სრული საზოგადოებრივი ტერორის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკოსს გიგი უგულავასა და კიდევ 3 პირის სასამართლო სხდომამდე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებს პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო სჯიან. „ის ცდილობს, რუსული ტიპის დიქტატურის დამყარებას ცდილობს საქართველოში. იჭერენ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატავს პროტესტს, სადაც ათეულობით პატიმარია, მათ შორის არასრულწლოვნებიც და მედიის წარმომადგენლებიც არიან, ასევე არის მოშიმშილე ქალი მედიის წარმომდგენელი [მზია ამაღლობელი], რომელმაც „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში გმირობა გვაჩვენა. ეს არის სრული საზოგადოებრივი ტერორის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რათა დიქტატურის კონსოლიდაცია მოახდინოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხალხის კონსოლიდაცია მოჰყვება, რომელიც დაასრულებს ივანიშვილის დიქტატურას",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)